Monday, November 16, 2015

უსაყვარლესი ცხოველების სურათები

Эти забавные животные (20 фото)

Эти забавные животные (20 фото)



Эти забавные животные (20 фото)



Эти забавные животные (20 фото)



Эти забавные животные (20 фото)



Эти забавные животные (20 фото)



Эти забавные животные (20 фото)



Эти забавные животные (20 фото)



Эти забавные животные (20 фото)



Эти забавные животные (20 фото)




ბებესირი
ტბათა ჯგუი აფხაზეთში, გალის მუნიციპალიტეტში, მდინარე ოქუმის
ქვემო დინების აუზში. დიდი ბებესირი და ბებესირი მდებარეობს ოქუმის
მარჯვენა მხარეს, პატარა ბებესირი მარცხენა მხარეს.

ტბები წარმოიშვა სანაპირო დიუნებით მდინარეების შეგუბების შედეგად.

„დიდი ბებესირის“ ზედაპირის ფართობი 0,61 კმ2, უდიდესი
სიღრმე 4,5 მ, „ბებესირისა“, შესაბამისად, — 0,14 კმ2, 4,6 მ, პატარა
ბებესირისა — 0,1 კმ2, 1,7 მ. ტბები საზრდოობენ წვიმისა და მიწისქვეშა წყლით.
ზედაპირის დიდი ნაწილი დაფარულია წყალმცენარეულობით.
მდიდარია თევზით (ქარიყლაპია, კობრი, ლოქო, კაპაჭრინა და სხვა).
აშენებდნენ ნუტრიას. ბებესირს იყენებენ ჩაის პლანტაციების სარწყავად.
წარმომავლობა
დასავლეთ ციმბირული ლაიკა გამოიყვალეს რუსეთში მე–19 საუკუნის მიწურულს და მე-20 საუკუნის დასაწყისში. მისი პირველი სტანდარტი მიიღეს 1949წელს. დღეს ეს ჯიში რუსეთში ყველაზე გავრცელებული ლაიკის ჯიშია.

ჯიშის აღწერა
დასავლეთ ციმბირული ლაიკა არის საშუალო ზომის, საკმაოდ ძლიერი ძაღლი, მას ძალინ კარგად აქვს განვიძთარებული ორიენტაციის უნარი. აქვს ხშირი სწორი ბეწვი. შეფერილობა თეთრი, რუხი, წითური.

Posted Image

ხასიათი
არი ძალიან ერთგული, მამაცი, არასდროს ამჟღავნებს ადამიანის მიმართ აგრესიას.

დანიშნულება
იყენებენ დათვზე, ირემზე, ლოსზე, ტყის და წყლის ფრინველზე სანადიროდ 


ლაბრადორ რეტრივერი (LABRADOR RETRIVER) 
წარმომავლობა. ლაბრადორ რეტრივერის სამშობლო ნიუფაუნდლენდია. 1800 წელს ინგლისელმა მეზღვაურებმა იგი დიდ ბრიტანეთში ჩამოიყვანეს. წავის მაგვარი კუდის მქონე ძაღლები დიდი ხნის მანძილზე ეხმარებოდნენ ადგილობრივ მეთევზეებს ნაპირზე ბადეს ამოთრევაში. ამბობენ, რომ ერთხელ, ერთ-ერთი მეთევზის ძაღლმა გაბერტყვისას გაწუწა გრაფი მამსბერი და მან წაიბურტყუნა სიტყვა “ლაბრადორი”. ასეთივე სახელით მან ეს ძაღლი მოიხსენია ინგლისში გაგზანილ წერილშიც. 1903 წელს ლაბრადორ-რეტრივერი აღიარა მეძაღლეობის ინგლისურმა კლუბმა დამოუკიდებელი ჯიშის სახით.
ჯიშის აღწერა. ლაბრადორ-რეტრივერი ძლიერი და მჭიდრო აღნაგობისაა. სიმაღლე მინდაოში: 55-57 სმ. წონა: 24-36 კგ. ძუ უფრო პატარაა – 54-56 სმ მინდაოში. ამ ჯიშის თავი მოქცეულია გვერდით, თავის ქალა – ფართო მოცულობისაა, მაგრამ სქელი ლოყების გარეშე, ზოლები წმინდაა. გადასვლა მრგვალი შუბლიდან ცხვირის სწორი ზურგისკენ მდორეა, ცხვირის ბიბილო – სქელია, თანკბილვა – მაკრატელისებრი, თვალები – წაბლისფერი ან თაფლისფერი, არაჩვეულებრივი ჭკვიანური გამომეტყველებით. ყურები დაკიდებულია და განთავსებული თავის უკან. კისერი ძლიერია. ამ ძაღლებს კუდის განსაკუთრებული ფორმა აქვთ – “წავისებური კუდი” – საშუალო ზომის, საფუძველთან სქელი, თანდათანობით შევიწროებული ბოლოსკენ და მთელ სიგრძეზე დაფარული ლაბრადორისათვის დამახასიათებელი ოდნავ უხეში და ხშირი ბეწვით. ფეხები კარგად განვითარებული ძლიერი კუნთებითაა, თათები – მრგვალი, ბეწვი – მოკლე, ხშირი, ტალღოვანობისა და ანაძენძების გარეშე, გააჩნია ხშირი ქინქლი, რომელიც ფლობს წყალგაუმტარ თვისებებს. შეფერილობა: ყოველთვის ერთიანი, შავი, მოყავისფრო-შოკოლადისფერი, ყვითელი (ღია კრემისფერიდან მოწითალო-მოწითურომდე). აღვნიშნოთ, რომ, ამჟამად, მთელ მსოფლიოში პოპულარულია ყვითელი ელფერის მქონე ლაბრადორები.
ხასიათი. ლაბრადორი – ერთ-ერთი ყველაზე დამჯერი და სანდო ძაღლია. იგი ძალზე ჭკვიანი და კეთილმოსურნეა, ადვილად ექვემდებარება წვრთნას. მთელ მსოფლიოში ითვლება ერთ-ერთ ინტელიგენტურ და დაჯილდოებულ ძაღლად. ალერსიანია ბავშვებთან, შრომისმოყვარეა, არაახირებული. ლაბრადორები ძალიან ფასობენ გამძღოლი ძაღლების სახით.
გამოყენება. ლაბრადორი ფლობს შესანიშნავ ყნოსვას. მან მშვენივრად იცის, თუ რა სურს მისგან პატრონს ნადირობაზე. ეს ძაღლი განთქმულია, როგორც მონადირე წყლიან და ჭაობიან ადგილებში მობინადრე ნადირზე. თუმცა, ამჟამად, იგი ფართოდაა გავრცელებული კომპანიონი ძაღლის სახით. ლაბრადორი ჩინებული დარაჯია, შესანიშნავი ძიძა ბავშვებისათვის, იცის ოჯახის თითოეული წევრის გემოვნება და ყოველ მათგანთან ურთიერთობს თავისებურად. ამ ძაღლთან ერთად სეირნობები მხოლოდ სიამოვნების მომტანია.
სანამ გადაწყვეტთ ლეკვის რომელიმე ჯიშის შეძენას კარგად უნდა დაფიქრდეთ რადგან ყველა ლეკვი თითქმის ერთი ზომის არის,გადის დრო და ზოგი ლეკვი ძალიან იზრდება, რათქმაუნდა ეს ჯიშზეა დამოკიდებული,ამიტომ კარგად არის დასაფიქრებელი რამდენად შესაძლებელია მისი კვება,რადგან დიდ ძაღლს ბევრი კვება და უფრო მეტი სივრცე სჭირდება.მსოფლიოში დაახლოებით 400-ჯიშის ძაღლი არსებობს,რომლებიც სხვადასხვა ფუნქციის შესასრულებლათ გამოიყვანეს.(ზოგიერთი ჯიშის გამოყვანას საუკუნეებიც კი დასჭირდა).ძაღლები ერთმანეთისგან მხოლოდ გარეგნობით არ განსხვავდებიან,ასევე განირჩევიან ტემპერამენტითაც. არსებობს სხვა გარემოებებიც:რამდენათ რთულია ძაღლის ამ ჯიშის მოვლა,რამდენად სჭირდება ვარჯიში,აქვს თუ არა სხვადასხვა მემკვიდრეობითი დაავადება,მათ შორის ფსიქიკური დაავადებაც,ამიტომ ძაღლის რომელიმე ჯიშის შეძენამდე კარგად დაფიქრება გვმართებს თუ რამდენად შესაფერისი პირობები გაგვაჩნია მათ მოსავლელათ.